„დროა, ამომრჩევლებმა დაიჯეროთ, რომ თქვენ წყვეტთ არჩევნების ბედს“, - ამის შესახებ თეა წულუკიანმა გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა. ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ კარგი კანდიდატები ჰყავს და ხელისუფლებაში ყოფნის 9 წლის თავზე პარტიამ ბევრი საქმე გააკეთა.
„ჩვენ არ გვაქვს საქმე ისე, როგორც 9 წლის თავზე „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა, რომელიც იმალებოდა და ცხვირს ვერ გამოყოფდა ქუჩაში, იმდენი ცუდი რამ ჰქონდა გაკეთებული. ჩვენ ბევრი საქმე ვაკეთეთ, ბევრი კიდევ უნდა გაკეთდეს, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში არის ბევრი პრობლემა და გაჭირვება“, - განაცხადა წულუკიანმა.