ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, საარჩევნო რეფორმამ უზრუნველყო კომისიის წევრების არჩევის შემთხვევაში საკმაოდ მაღალი კვორუმი. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა.
„ეს ნიშნავს იმას, რომ საკმაოდ დიდი კონსენსუსია აუცილებელი კომისიის წევრების შეთანხმებისთვის. 12, 13 და მეტი ხმა უნდა იყოს მიღებული იმისთვის, რომ პირი მაღალი კვორუმით არჩეულად ჩაითვალოს. დაახლოებით 29 500 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრიდან 88% არჩეულია 12 ან მეტი ხმით. იყო შემთხვევები, როცა 16 და 17 ხმა მიიღეს, რაც ნიშნავს იმას, რომ მრავალპარტიული მონაწილეობით აირჩიეს ეს ადამიანები. საარჩევნო რეფორმამ უზრუნველყო პოლიტიკური პარტიების ძალიან მნიშვნელოვანი ინკლუზია. როდესაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში 9 პარტია არის ჩართული, ეს მიუთითებს პროცესის ინკლუზიურობაზე. იყო ბრალდებები ასოცირებაში, ჩვენ შევისწავლეთ ეს ბრალდებები და ვნახეთ, რომ ადგილი ჰქონდა გარკვეულ მანიპულაციებს და დეზინფორმაციის ნიშნებს“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.