logo_geo
eng_logo
ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესია გაიხსნა
- +

15 სექტემბერი. 2021. 10:50

 

 

ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესია გაიხსნა. გენერალური ასამბლეის პრეზიდენტად, მალდიველი დიპლომატი, აბდულა შაჰიდი აირჩიეს, რომელმაც ცერემონიალზე ფიცი დადო.

 

სიტყვით გამოსვლისას, აბდულა შაჰიდმა თქვა, რომ მისი პრეზიდენტობა იქნება იმედი „კოვიდ 19“-სგან აღდგენის, მდგრადი განვითარების, პლანეტის საჭიროებებზე რეაგირების, ყველა ერის უფლებების პატივისცემის და გაერო-ს გამოცოცხლების მიმართულებით.

 

არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, შაჰიდმა თქვა, რომ ასობით მილიონი ადამიანი დაავადდა, მილიონობით დაიღუპა და მილიარდები დაზარალდნენ პანდემიით, ასევე შეშფოთებას იწვევს კლიმატის ცვლილების, კატასტროფების, კონფლიქტებისა და არასტაბილურობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.

 

„ნარატივი უნდა შეიცვალოს და ჩვენ უნდა ვიყოთ ინიციატორები ამ ცვლილების. გენერალურმა ასამბლეამ უნდა მიიღოს ამაში მონაწილეობა“, – თქვა აბდულა შაჰიდმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner