ირაკლი ბათიაშვილმა ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური გუნდი დატოვა. ამის შესახებ ბათიაშვილმა გადაცემა „პრიორიტეტში" განაცხადა და აღნიშნა, რომ პარტიაში იგი აქამდე არც ყოფილა, თუმცა პოლიტიკური გუნდი დატოვა, რადგან ამ ეტაპზე ვეღარ ხედავას პოლიტიკური აქტიურობის და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზეზებს.
"რამდენჯერ უნდა მივიღო მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში. მე აღარ ვარ ახალგაზრდა ადამიანი , დიდი გზა მაქვს გავლილი და მივცეთ ასპარეზი სხვებს,"- განაცხადა ბათიაშვილმა.