მარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ვახაში, ორი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორი ხიდი. ხიდების სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 815 600 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს „ავტოგზა ლენტეხი 99“ ასრულებს.
სალხინოში ხიდების მშენებლობა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.
გარდა ამისა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სალხინოში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სალხინო-დადიანების სასახლესთან მისასვლელ გზაზე საავტომობილო ხიდის მოწყობის სამუშაოები.