„პრევენციას, როგორც მძიმე შედეგის თავიდან აცილების ერთ-ერთი საშუალებას, ჰუმანურობის ელემენტიც გააჩნია - ეს არის ჩამდენის მისამართით სიგნალი, რათა გადაიფიქროს, რათა ჩასწვდეს მისი ზრახვების გაშიშვლებაში და მოერიდოს გარდაუვალ პასუხისგებას“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი დავით ქართველიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად კობახიძემ სავარაუდო ფარულ ჩანაწერებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ადამიანები არიან ანტისახელმწიფოებრივი, ანტისაეკლესიო დაჯგუფების წარმომადგენლები, რომელთა მიზანი სახელმწიფოსა და ეკლესიის შერყევაა.
„ამ კუთხით, აბსოლუტურად სწორად იქცევა „ქართული ოცნება“, როცა მის ხელთ არსებულ თემებს წინასწარ ასაჯაროებს, სწორედ რომ პრევენციის მიზნით. სწორად იქცევა, როცა არ მალავს და საზოგადოებას წინმსწრებად ეუბნება ყველაფერს, თუ რაზეა წამსვლელი მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგე. ამას ემსახურებოდა ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცახდებაც. იმ ძალებს, რომლებსაც შეუძლიათ გადაუარონ მართლმადიდებელ ეკლესიას, მორწმუნეებს ჩაუშხამონ დიდი მარხვის შენახვა, ხელოვნურად გაურთულონ სააღდგომო ლიტანიობაზე დასწრება რიგით მოქალაქეებს, როცა შეუძლიათ მოითხოვონ ლექსო ლაშქარავა-2, და ამ მიზნით ქუჩაში ნებისმიერ ფასად გამოიყვანონ ხალხი - ჯერ პრევენციის, ხოლო შემდგომ კი კანონის აღსრულების ენაზე უნდა ელაპარაკო“, - აღნიშნავს დავით ქართველიშვილი.