„დღეს ჩვენ გავაფორმეთ უკვე შემაჯამებელი მემორანდუმი და დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ „ცენტრ პოინტის“ თითოეული ობიექტის პრობლემა გადაწყვეტილია“, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ილია ელოშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, უკვე დასრულებულია ყველანაირი მოლაპარაკება სამ სხვადასხვა ინვესტორთან იმისთვის, რომ აიღოს „ცენტრ პოინტის“ ობიექტები, დაიწყონ მშენებლობები და დააკმაყოფილონ დაზარალებულები.
„უკვე დასრულებულია ყველანაირი მოლაპარაკება სამ სხვადასხვა ინვესტორთან იმისთვის, რომ აიღოს ეს ობიექტები, დაიწყონ მშენებლობები და დააკმაყოფილონ დაზარალებულები. მინდა ვთქვა, რომ ეს მოლაპარაკებები უკვე ექვსი თვეა დაწყებულია, ვგულისხმობ უკვე სანებართვო ეტაპს, როდესაც ინვესტორები გადავიდნენ სანებართვო ეტაპებზე. რიგ ობიექტებზე უკვე გაცემულია ნებართვები და რიგ ობიექტებზე დაწყებულია მშენებლობები.
დღეს ჩვენ გავაფორმეთ უკვე შემაჯამებელი მემორანდუმი და დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ თითოეული ობიექტის პრობლემა გადაწყვეტილია. არსებობს სამშენებლო კომპანიები, რომლებიც ან არემონტებენ ამ ობიექტებს, ან არსებობს ინვესტორი, რომელმაც ითავა და მოგვცა იმის გარანტია, რომ ამ ობიექტებს დაასრულებენ და დღეს მოხდა ამ ვადების დაფიქსირება და დაკონკრეტება. შესაბამისად ის 2/3 დაზარალებულების, რომლებიც სარემონტო ობიექტებში ცხოვრობენ, მიიღებენ შემდეგი წლის პირველ-მეორე კვარტალში უკვე დასრულებულ, სრულად დასრულებულ საცხოვრებელ გარემოს, რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ საინვესტიციო, ასაშენებელ ობიექტებში დაახლოებით, შემდგომი სამი წლის ვადაში მათაც ჩაბარდებათ გარემონტებული, დასრულებული მშენებლობები“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.