logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: ის რომ ოპოზიცია "კომპრომატების ომით" და ახალი გვამების დადებით ცდილობს ფონს გავიდეს, არის მკაფიო ინდიკატორი იმის, თუ რამდენად უჭირს
- +

15 სექტემბერი. 2021. 19:46

 

„კონფლიქტის, კრიზისის და მათი მძიმე შედეგების მოგვარებაზე გაცილებით უკეთესია და ეფექტური, კონფლიქტის პრევენცია. დროული პრევენცია კი ორმაგად მნიშვნელოვანია“, - ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„შესაძლოა მავანთ არ მოსწონდეთ, ხისტი მხილებები, მაგრამ ვფიქრობ ხელისუფლებამ ამ მომენტში ყველაზე სწორი ტაქტიკა აირჩია - საზოგადოების წინმსწრები ინფორმირება ოპოზიციის ზრახვებზე და ეს ზრახვები რომ „მომიტანეთ ორ გვამის“ ფილოსოფიას არ გასცდა, ეს უკვე გავიგეთ დღეს. და სავარაუდოდ მომდევნო დღეებშიც იგივე მოხდება.

სწორედ ის რომ ოპოზიცია "კომპრომატების ომით" და ახალი გვამების დადებით ცდილობს ფონს გავიდეს, არის მკაფიო ინდიკატორი თუ რამდენად უჭირს. არარსებული საარჩევნო პროგრამებით, დისკრედიტირებული ლიდერებით და მძიმე წარსულით, არჩევნებს ვერანაირად ვერ მოიგებ. ხალხს ვერ დააბოლებ

შესაბამისად არსენალში დარჩათ ძალადობა, მანიპულაცია, დესტაბილიზაცია“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner