ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ დღეს გამართული აქციის შესახებ- „არა გაზპრომს" - facebook-ზე წერს:
„აქცია, რომელიც ნაცებმა კარგა ხანის წინ დაანონსეს,- "არა გაზპრომს" დღეს ჩატარდა, მაგრამ ვერ შედგა! პირდაპირ და დაუფარავად შემიძლია ვთქვათ, რომ ეს აქცია ჩაფლავდა!
გაკოტრებულმა და ქართველი ხალხისგან უარყოფილმა და მოძულებულმა ნაცებმა ეს აქცია ისეთი რიხით დაანონსეს, რომ მეგონა, მათი პროტესტი ცას და დედამიწას შეძრავდა, მაგრამ ფაქტია, რომ ნაცებმა დღეს კიდევ ერთხელ და ეს მერამდენედ ჩაისვარეს?! და იცით რატომ მოხდა ეს? იმიტომ, რომ ნაციონალების არც გაპროტესტებული "უკანონობა" და მითუმეტეს, მათი არც დანახვა, ხმის გაგონებაც კი , ქართველ ერს, არ სურს!
ნაციონალებს კი იმდენი ჭკუაც არ ეყოთ, რომ ხელისუფლებისგან უკვე ბოლომდე გარკვეული და მოგვარებული თემა, მაგათ ენაზე რომ ვთქვათ "გაიასნებული" საკითხი, შეგნებულად არ შეიმჩნიეს, აქცია არ გააუქმეს და თავიც საბოლოოდ მოიჭრეს!.. მოკლედ, აქცია "არა გაზპრომს" ვერ შედგა და საბოლოოდ გამოჩნდა, რომ ნაციონალები პოლიტიკურად, ბოლომდე გაკოტრდნენ ....
p.s. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა მწვავე ფორმით განიცადა დეგრადაცია და ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ფაქტობრივად მონსტრი იყო საქართველოში, პოლიტიკური ბანკროტი გახდა!
ჭირი იქა, ფქვილი აქა!", - წერს ლიპარტელიანი.