logo_geo
eng_logo
არჩილ კაიკაციშვილი: გიორგი მარგველაშვილი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო!
- +

25 ივლისი. 2016. 23:47


„ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელის არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და გიორგი პაპუაშვილის განცხადებები კარგად დაგეგმილი პოლიტიკური ნაბიჯია.



„პრეზიდნეტი გიორგი მარგველაშვილი „ქართული ოცნების" წინააღმდეგ საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო. დღეს ეს ტანდემი გაფორმდა გიორგი პაპუასვილთან შეხვედრით და შეხვედრის შემდგომ განცხადებების შინაარსით. ეს პოლიტიკაა და ვისაც პოლიტიკა არ ესმის, ბუნებრივია, ამ შეხვედრასაც ჩვეულებრივ აუდიენციად ჩათვლიდა...

 

გარდა ამისა, სრულიად გაუგებარია ბატონი პაპუაშვილის განცხადება, რომ პროკურატურაში არ მივა. ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ შეურაცხყოფა. თუ პროკურატურაში არ მიდის პაპუაშვილი, პროკურატურაში უნდა მივიდეს მარგველაშვილი ან თუ ორთავე არ მიდის საგამოძიებო უწყებაში, მაშინ ისინი არღვევენ კანონს და მალავენ სავარაუდო დანაშაულს.

!"- წერს კაიკაციშვილი სოციალურ ქსელში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner