logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია „,მთავარ არხს“: ახლავე გვანახეთ ძალადობა და ის, რომ თქვენს თანამშრომელს აგდებენ კიბიდან
- +

15 სექტემბერი. 2021. 22:38

 

ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში ეხმაურება  „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს ქარელის ,,ქართული ოცნების“ ოფისის მეორე სართულიდან, მთავარი არხის ოპერატორი გადააგდეს.

 

,,ახლავე გაასაჯაროვეთ კადრები, სადაც ჩანს ყველაფერი. ახლავე დადეთ ყველაფერი. ახლავე გვანახეთ ძალადობა და ის, რომ თქვენს თანამშრომელს აგდებენ კიბიდან. მიდით, გელოდებით, დადეთ და გვანახეთ ყველაფერი!!! ძალადობის კადრები გაასაჯაროვეთ, გელოდებით. ამოხვედით ყელში. თქვენი პანიკა და ფეიკები ამოვიდა ყელში. დადეთ კადრები, ახლავე!“, - წერს ლატარია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner