logo_geo
eng_logo
მარინა კალიურანდი: სააკაშვილის საქართველოში არჩევნებამდე წასვლას ესკალაციის გამომწვევ დამატებით ნაბიჯად მივიჩნევ
- +

15 სექტემბერი. 2021. 22:54

 

„ვეცნობი განცხადებებს როგორც ოპოზიციიდან ასევე უმრავლესობის მხრიდან და დიახ, მე მივიჩნევ სააკაშვილის საქართველოში არჩევნებამდე წასვლას ესკალაციის გამომწვევ დამატებით ნაბიჯად“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა „ქრონიკას“ განუცხადა.

 

„ესკალაცია საქართველოში არავის სურს.ჩვენ ასევე გადავეცით მიხეილ სააკაშვილს, რომ ის ცნობილია, მას საქართველოში ჰყავს მომხრეები, მხარდამჭერები პატივს სცემენ და თუ მას სურს საარჩევნო კამპანიის წარმოება, მაშინ მას ეს შეუძლია ქვეყნის გარედანაც გააკეთოს.მას აქვს ყველა შესაძლებლობა და ამიტომაც მოვუწოდეთ მიხეილ სააკაშვილს არ გაამწვავოს სიტუაცია, არ შეუწყოს ხელი პროცესების ესკალაციას და არ მიმართოს არჩევნებამდე პროვოკაციებს“, - აცხადებს მარინა კალიურანდი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner