„ამ პრეზიდენტმაც შეგვიკლა უცნაური განცხადებებით..."- ასე აფასებს ანალიტიოსი არჩილ გამზარდია საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ სამართალდამცველები მისი ოჯახის წევრის მიმართ ზეწოლის განხორციელებას ცდილობდნენ.
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მისი ოჯახის წევრებზე ზეწოლის მცდელობა იყო.
პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სწორედ ამიტომ არ გაკვირვებია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება მოსამართლეებზე ზეწოლის მცდელობასთან დაკავშირებით.
„ეს ტენდენცია ახალი არ არის, ერთი თვის წინ ჩემი ოჯახის წევრებზეც იყო მცდელობა სამართალდამცველების ჩართვით ზეწოლის განხორციელებისა. ეს იყო იმიტაცია რეალურად და გამომდინარე იქიდან, რაც პაპუაშვილმა მითხრა, ეს ჩემთვის გასაოცარი არ არის", - განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა მედიასთან განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.