logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი „მთავარ არხს“: მოგიწოდებთ, თქვენივე სიმართლის დასამტკიცებლად გამოიყენოთ თქვენ მიერ გადაღებული კადრები
- +

15 სექტემბერი. 2021. 23:04

 

„მორჩით, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური სამსხვერპლოსთვის მსხვერპლის ძიებას! საზოგადოება ღირსია იცოდეს სიმართლე“, - წერს სოციალურ ქსელში საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი და მოუწოდებს „მთავარ არხს“, რომ გაასაჯაროონ მათ მიერ გადაღებული კადრები.

 

,,სასწრაფოდ გაასაჯაროვეთ კადრები თქვენი ოპერატორი უკანსვლით, როგორ ტოვებდა ტერიტორიას, როგორ წამოედო მოაჯირს გადავარდა და დაეცა კიბის ზედა საფეხურებზე! მორჩით, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური სამსხვერპლოსთვის მსხვერპლის ძიებას! საზოგადოება ღირსია იცოდეს სიმართლე. მოგიწოდებთ ,თქვენივე სიმართლის დასამტკიცებლად გამოიყენოთ თქვენ მიერ გადაღებული კადრები, (გადაღებული და არა დაჩეხილ გადაწყობილი) თავადაც ყურადღებით უყურეთ რათა კარგად გაარკვიოთ რა განსხვავებაა სიმაღლიდან გადმოგდებასა და შემთხვევით დაცემას შორის! ჯანმრთელობასა და თქვენს გაძლებას ვუსურვებ თქვენი არხის ოპერატორს“, - წერს მეგრელიშვილი Facebook -ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner