logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: ამაზრზენია ისმენდე გვარამიას მონოლოგს, ოპერატორის კიბეებიდან გადმოგდების შესახებ, როდესაც მის ნაც-ელიტაში ყოფნის დროს, ხაშურის პოლიციაში პატიმარი კიბეებიდან გადმოაგდეს
- +

15 სექტემბერი. 2021. 23:05

 

 

ექსპერტი გია გაბრიჭიძე ნიკა გვარამიას კომენტარს ეხმიანება და მას მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ხაშურის პოლიციაში მომხდარ ფაქტს ახსენებს, რა დროსაც პატიმარი პოლიციის შენობიდან გადმოაგდეს.

 

„ძალიან ამაზრზენია ისმენდე გვარამიას აღგზნებულ მონოლოგს ე.წ. მთავარი არხის ოპერატორის კიბეებიდან გადმოგდების შესახებ, როცა სწორედ გვარამიას ნაც-ელიტაში ყოფნის დროს, 2012 წლის 5 მარტს, ხაშურის პოლიციაში ნაცმა სისხლისმსმელებმა პატიმარი კიბეებიდან გადმოაგდეს. სავარაუდოდ, ოპონენტებს დაგუგლვა შეუძლიათ. ყველა მიხვდება, რომ დიდი განსხვავებაა ცუდი შემთხვევის დროს გადმოვარდნილი ოპერატორისა და პოლიციის შენობაში გადმოგდებულ პატიმარს შორის. ხალხს ყველაფერი ახსოვს და ყველაფერს ხედავ“, - წერს გაბრიჭიძე facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner