ექსპერტი გია გაბრიჭიძე ნიკა გვარამიას კომენტარს ეხმიანება და მას მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ხაშურის პოლიციაში მომხდარ ფაქტს ახსენებს, რა დროსაც პატიმარი პოლიციის შენობიდან გადმოაგდეს.
„ძალიან ამაზრზენია ისმენდე გვარამიას აღგზნებულ მონოლოგს ე.წ. მთავარი არხის ოპერატორის კიბეებიდან გადმოგდების შესახებ, როცა სწორედ გვარამიას ნაც-ელიტაში ყოფნის დროს, 2012 წლის 5 მარტს, ხაშურის პოლიციაში ნაცმა სისხლისმსმელებმა პატიმარი კიბეებიდან გადმოაგდეს. სავარაუდოდ, ოპონენტებს დაგუგლვა შეუძლიათ. ყველა მიხვდება, რომ დიდი განსხვავებაა ცუდი შემთხვევის დროს გადმოვარდნილი ოპერატორისა და პოლიციის შენობაში გადმოგდებულ პატიმარს შორის. ხალხს ყველაფერი ახსოვს და ყველაფერს ხედავ“, - წერს გაბრიჭიძე facebook-ზე.