„„ნაცმოძრაობა“ არის ყველაფერზე წამსვლელი და სწორედ ამიტომ ჩავატარეთ ჩვენ ბრიფინგი. გვაქვს ინფორმაცია რომ ასეთი აზრები მწიფდება, ამაზე ისინი მუდმივად საუბრობენ. ამის გამო ჩავატარეთ ეს ბრიფინგი, რომ მაქსიმალურ პრევენციაზე ვიმუშაოთ“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.
„ჩვენ სამართალდამცავ ორგანოებსაც მოვუწოდეთ, რომ მაქსიმალურად დაინტერესდნენ ისეთი მოწოდებებით, როგორებიც მოძრაობს „ნაცმოძრაობის“ ოფისებში, მათ საუბრებში, მათ ჩატებში. ბრიფინგი ეს არის პრევენცია და პოლიტიკური განცხადება. დანარჩენი არის სამართალდამცავი ორგანოების საქმე, ნებისმიერი მძიმე პროვოკაცია უნდა ავარიდოთ ამ ქვეყანას თავიდან. ჩვენ ვიცით მათი ღირებულებები, ყველაფერზე არიან წამსვლელები თუმცა მათი რესურსი არის უკიდურესად შეზღუდული. რეალურად მათ არაფრის რესურსი არ აქვთ. არც საარჩევნო რესურსი აქვთ, არც ქუჩის რესურსი აქვთ. ერთადერთი რესურსი აქვთ, რომ ასეთ ბინძურ პროვოკაციებზე იფიქრონ. ეს არის მაქსიმუმი, რაზეც შეიძლება ისინი იყვნენ კონცენტრირებული. ამის საშუალებას ჩვენ მათ ბუნებრივია არ მივცემთ, რადგან ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, როგორც მმართველი ძალა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.