logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე ქარელში მომხდარ ინციდენტზე: მათ დადეს კონკრეტული ჩანაწერი, სადაც არ აჩვენეს შეგნებულად ის მომენტი, როდესაც ოპერატორმა დაკარგა წონასწორობა
- +

16 სექტემბერი. 2021. 00:41

 

„პირველ რიგში, ძალიან სამწუხაროა, რომ კონკრეტული ჟურნალისტის მიერ წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციის გამო დაშავდა ოპერატორი და იმედი მაქვს, რომ ეს დაზიანება არ არის მძიმე. ყოველ შემთხვევაში, აქამდე რაც გვაქვს ინფორმაცია, არის გარკვეული ეჭვი მოტეხილობასთან დაკავშორებით, თუმცა ეს დადასტურებული არ არის და ტარდება გამოკვლევა“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ გადაცემაში „პირისპირ“ ქარელში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

 

„თუმცა რაც მოხდა, არის რეალურად მძიმე თავისი პროვოკაციით და თავისი გაფორმებით. გაფორმებას რაც შეეხება, გაავრცელეს ასეთი ინფორმაცია, თითქოს მეორე სართულიდან გადააგდეს ოპერატორი და ის იყო მძიმე მდგომარეობაში. ამ წინადადებაში იყო რამდენიმე ტყუილი: ერთი, რომ მეორე სართულიდან გადაგდებაზე იყო საუბარი. სინამდვილეში კონკრეტული ჟურნალისტი მივიდა ქარელის ოფისში და იმ დროს, როდესაც ხდებოდა გადაღება, მოაჯირზე წონასწორობა ვერ შეინარჩუნა ოპერატორმა და გადავარდა, რასთან დაკავშირებითაც კონკრეტული ჩანაწერებიც იქნება გამოქვეყნებული. აღარ არის მე-20 საუკუნე და კასეტებზე არავინ იწერს, არის ჩვეულებრივი ჩიპი, სადაც იწერება ყველაფერი და ეს ჩიპი გამოქვეყნებული იყო, მაგრამ არა ბოლომდე. თუ რამე იშლება, იშლება ან სრულად ან საერთოდ არ იშლება. მათ დადეს კონკრეტული ჩანაწერი, სადაც არ აჩვენეს შეგნებულად ის მომენტი, როდესაც ოპერატორმა დაკარგა წონასწორობა და გამოვარდა მოაჯირიდან და არა მეორე სართულიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner