logo_geo
eng_logo
მარინა კალიურანდი: ყველამ მოვუწოდეთ სააკაშვილს არ დაძაბოს სიტუაცია და არ მიმართოს რაიმე სახის დამატებითი პროვოკაციას
- +

16 სექტემბერი. 2021. 00:38

 

„მე არ მინდა სხვა ევროპარლამენტარების სახელით ვილაპარაკო, ამიტომ ვიტყვი მკაფიოდ ჩემს სათქმელს. შევხვდით მიხეილ სააკაშვილს და ყველამ მოვუწოდეთ სააკაშვილს არ დაძაბოს სიტუაცია და არ მიმართოს რაიმე სახის დამატებითი პროვოკაციას და გამოიყენოს მთელი მისი პოლიტიკური წონა, მთელი მისი პოლიტიკური ცოდნა საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის განმუხტვაში წვლილის შესატანად“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა „ქრონიკას“ განუცხადა.

 

„კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ პირადად ჩემი და დანარჩენი ევროპარლამენტარების გზავნილები შეხვედრაზე იყო ძალიან მკაფიო. გუშინდელი შეხვედრა გზავნილის თვალსაზრისით იყო საერთო და გასაგები. ყველა ევროპარლამენტარი ამ თემაზე თანხმდება და ვერ ვხედავ გზას, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ჩვენი მოსაზრებების ინტეპრეტაცია. საქართველოში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებამდე 2 კვირაზე მეტია დარჩენილი. სამწუხაროდ, მე მესმის საქართველოდან, რომ არიან პოლიტიკოსები, რომლებიც უკვე ამზადებენ ხალხს, არ ცნონ ადგილობრივი არჩევნების შედეგები. მე არ მგონია ეს სწორი იყოს. ჩვენ გვყავს საერთაშორისო დამკვირვებლები. ოდირი არის ძალიან ცნობილი და ყველა მათ პატივს სცემს. ოდირის მისია უკვე საქართველოშია. რაც არ უნდა იყოს ოდირის დასკვნაში დამკვირვებლების შეფასებებს პატივი უნდა ვცეთ. მე არ ვიცი რა იქნება, არც არავინ იცის ჯერ და ნურავინ იწინასწარმეტყველებს. ჩემი მიზანია და ყველას მიმართ ჩემი რჩევაა, ოდირის დასკვნას ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით პატივი სცენ“, - აცხადებს მარინა კალიურანდი.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner