logo_geo
eng_logo
შსს-ის ყოფილი თანამშრომელი: „ტვ პირველის“ ეთერში გაახმოვანეს ერთ-ერთი ე.წ. „ფაილი“, რომელიც, სრულად შეიცავს გამოგონილ ინფორმაციას, თითქოს, შსს-დან გათავისუფლების შემდეგ მე მინდოდა პატრიარქთან შეხვედრა
- +

16 სექტემბერი. 2021. 00:52

 

„ტვ პირველის“ ეთერში ჟურნალისტმა გაახმოვანა ერთ-ერთი ე.წ. „ფაილი“, რომელიც, სრულად შეიცავს ტყუილ და გამოგონილ ინფორმაციას. თითქოს, შსს-დან გათავისუფლების შემდეგ მე მინდოდა პატრიარქთან შეხვედრა. მიზეზი იყო ის, რომ ხელისუფლებაზე გამომეთქვა პრეტენზიები და თითქოს შორენამ და პატრიარქის დაცვის უფროსმა ვანო კობაიძემ ეს არ დაუშვეს... ეს არის სრული აბსურდი“, - ამის შესახებ შს სამინისტროს ის ყოფილი თანამშრომელი, ვარლამ ხათრიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„არ ყოფილა შემთხვევა უწმინდესი ჩემი პირადი საკითხებით შემეწუხებინა, მით უფრო რამე მომეთხოვა...

სამსახურიდან ჩემი წამოსვლის შემდგომ უწმინდესთან ჩემი შეხვედრა მოხდა არაერთხელ, რომლისგანაც მივიღე ლოცვა-კურთხევა. რაც შეეხება შორენას და ვანოს ვადასტურებ მათდამი ჩემს განსაკუთრებულ და კარგ დამოკიდებულებას.

 

ეს ფაილი, რომ სრული აბსურდია ავხსნი. ჯერ ერთი ის არ არის კრებსი (ფურცელზე გადმოტანილი სატელეფონო საუბარი) რადგანაც მსგავსი სატელეფონო საუბარი არ შემდგარა. და მეორეც ეს არ არის ცნობა, სადაც რეალური ფაქტი უნდა იყოს ასახული. რადგანაც მსგავსი ფაქტი არ მომხდარა.

 

ასეთი ვითომ ფაილებით გინდათ „ობიექტურ“ ტელევიზიებს წინა ხელისუფლებასთან გააიგივოთ ახლანდელი ხელისუფლება და რევოლუცია მოაწყოთ? ტყუილი მცდელობაა... ოხ, გახარია და ხოჯევანიშვილო რა სუსტები ხართ“, - წერს ვარლამ ხათრიძე სოცალურ ქსელში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner