„მიხეილ სააკაშვილს არავითარი კუთხით არა აქვს იმის რესურსი, რომ საქართველოში ჩამოვიდეს - ამას ბუნებრივია ყველა ვიხილავთ 2 ოქტომბრამდე, ეს არის მორიგი ანონსი, რომელსაც ასრულება არ უწერია“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.
„ის კიდევ ერთხელ გაუცრუებს იმედებს საკუთარ მხარდამჭერებს. ის არის უპასუხისმგებლო, მათ შორის საკუთარი აქტივისტების მიმართაც“, - დასძინა ირაკლი კობახიძემ.