„იმდენად მომხიბლავად მოჩანს 600 ათასი პენსიონერის ხმისთვის “ნადირობა”, რომ პარტია “მოქალაქეების” შემდეგ, ეს თემა ახლა “მესამე ძალად” გამოცხადებელმა ჯუნიორ ვაშაძემაც მოინდომა და გათვლებში ელისაშვილსაც კი გადაასწრო, როგორც თავად აცხადებს ბაზარიც შეუსწავლია და საპენსიო სესხების, როგორც “ერთ-ერთი ყველაზე გარანტირებული სესხის” საპროცენტო განაკვეთი, გარდაცვალების რისკის ჩათვლით, იმ შემთხვევაში თუ პენსიონერს ექნება თავისუფლება რომელ ბანკშიც უნდა იქ აიღოს სესხი, საშუალო საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 20%-მდე შემცირდება“ ,- ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
ექსპერტი განმარტავს, რომ საშუალო საპროცენტო განაკვეთის 20%-მდე შემცირება არარეალურია.
“რაც უფრო ახლოვდება ადგილობრივი არჩევნები, იზრდება დაძაბულობაც და დაპირებების სიხშირეც კიდევ უფრო იხრება აშკარა პოპულიზმისაკენ. გასაგებია, რომ პოლიტიკოსები ცდილობენ მათი შეთავაზებები რაც შეიძლება მიმზიდველად ჩანდეს და რაც შეიძლება დიდ აუდიტორიაზე იყოს მიმართული.
როგორც ჩანს, რეფერენდუმის იდეით შეპყრობილ ოპოზიციის ნაწილს, საპენსიო თემითაც სურს ყურადღების მიპყრობა, პენსიონერთა რიცხვი ნახევარ მილიონზე მეტია და ელექტორალურადაც არანაკლებ მიმზიდველია ამ ველზე პოზიციონირება.
შეთავაზებების თემატიკა, რომ ბაზისური პენსიის ზრდას ან ამ ზრდის მექანიზმებს შეეხებოდეს, შეიძლება პოლემიკის საგანი გამხდარიყო და კიდევ გასაგები იქნებოდა, მაგრამ საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთებით სპეკულირება ცოტა არ იყოს არადამაჯერებელი და პოპულისტურია.
იმდენად მომხიბლავად მოჩანს 600 ათასი პენსიონერის ხმისთვის “ნადირობა”, რომ პარტია “მოქალაქეების” შემდეგ, ეს თემა ახლა “მესამე ძალად” გამომცხადებელმა ჯუნიორ ვაშაძემაც მოინდომა და გათვლებში ელისაშვილსაც კი გადაასწრო. როგორც თავად აცხადებს – ბაზარიც შეუსწავლია და საპენსიო სესხების, როგორც “ერთ-ერთი ყველაზე გარანტირებული სესხის” საპროცენტო განაკვეთი , გარდაცვალების რისკის ჩათვლით, იმ შემთხვევაში თუ პენსიონერს ექნება თავისუფლება რომელ ბანკშიც უნდა იქ აიღოს სესხი, საშუალო საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 20%-მდე შემცირდება.
მე ნამდვილად გამიჭირდება, ამ პროცენტის გამოყვანის მეთოდოლოგიაზე მარჩიელობა, მაგრამ რამდენიმე განმარტებას მაინც გავაკეთებ.
აქედანაც ჩანს, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ პენსიონერს ექნება თავისუფლება, რომელ ბანკშიც უნდა იქ აიღოს სესხი, საშუალო საპროცენტო განაკვეთის 20%-მდე შემცირება არარეალურია და წინასაარჩევნო პიარ ტექნოლოგიად არის გამოყენებული. ერთსაც დავამატებდი, პენსიის საფუძველზე დღესაც თავისუფლად არის შესაძლებელი სამომხმარებლო სესხის აღება ან სადეპოზიტო ანგარიშის გახსნა სხვა ბანკებში, თუ ხელშეკრულების საფუძველზე პენსიის ჩარიცხვა ამ ბანკში მოხდება”, – წერს გიორგი ცუცქირიძე.