ანალიტიკოსი გია აბაშიძე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას სავარაუდო ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით.
„სანამ მავნებლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ არ არსებობს ევროპული საკანონმდებლო ნოუ-ჰაუ, ინტენსიური მხილება არის სააკაშვილის დესტრუქციული ფლანგის შემდგომი ქმედებების მაქსიმალურად შეჩერების საუკეთესო საშუალება“, - წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.