ვასილ მაღლაფერიძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადებას აფასებს.
„საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ლექსიკა რამდენად შეესაბამება მის თანამდებობას და რამდენად განამტკიცებს რწმენას მისი მიუკერძოებლოების შესახებ?! საინტერესოა ამის შესახებ რას ფიქრობენ ის არასამთავრობოები, რომლებიც თურმე საკონსტიტუციო სასამართლოს სადარაჯოზე დგანან?!"- წერს მაღლაფერიძე.
„მგლების ხახაში რომ წერილებს აგზავნი და იქიდან კიდევ რაღაცას გიგზავნიან, არ შეიძლება შეხვედრა. თუ შევთანხმდებით პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან, მაშინ აზრი ექნება მისვლას. პრემიერ-მინისტრი როცა მოიცლის შევხვდები აუცილებლად", - განაცხადა პაპუაშვილმა.