logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: აშკარაა, რომ ჯერ კიდევ ორი წლის წინ ამხილა გახარია ნოდარ მელაძემ სასულიერო პირებზე კომპრომატების შეგროვებაში
- +

16 სექტემბერი. 2021. 13:39

 

 

„ნოდარ მელაძის ეს მონოლოგი და მაშინდელი „რუსთავი 2“-ის ეს სიუჟეტი 2019 წლის ორი მარტით თარიღდება. ნოდარ მელაძე მაღალი სასულიერო იერარქების, მათ შორის ბოდბელი ეპისკოპოსის იაკობის ინფორმაციაზე დაყრდნობით საზოგადოებას უყვება, რომ გახარიამ სასულიერო პირებზე კომპრომატების შეგროვება დაიწყო“, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი და „რუსთავი 2-ის“ სიუჟეტს აქვეყნებს, სადაც წამყვანი ნოდარ მელაძის სასულიერო პირებზე დაყრდნობით ამბობს, რომ გიორგი გახარიამ სასულიერო პირებზე კომპრომატების შეგროვება დაიწყო.

 

ნიკოლეიშვილის თქმით, ეს საარქივო ვიდეო ყველაზე ზუსტად ასახავს დღევანდელი მოვლენების პრეისტორიას.

 

„ნოდარ მელაძის ეს მონოლოგი და მაშინდელი „რუსთავი 2“-ის ეს სიუჟეტი 2019 წლის ორი მარტით თარიღდება. ნოდარ მელაძე მაღალი სასულიერო იერარქების, მათ შორის, ბოდბელი ეპისკოპოსის იაკობის ინფორმაციაზე დაყრდნობით საზოგადოებას უყვება, რომ გახარიამ სასულიერო პირებზე კომპრომატების შეგროვება დაიწყო. ეს ინფორმაცია მაშინ მელაძემ წლის ექსკლუზივად გამოაცხადა. მელაძისგან დამოუკიდებლად პირადად მე მქონდა ინფორმაცია, რომ გახარია ხოჯევანიშვილის ხელით მართლაც უკანონოდ უსმენდა და აგროვებდა კომპრომატებს სასულიერო პირებზე.

 

მიუხედავად იმისა, რომ დაგეგმილი ღალატის თაობაზე არავისთვის ცნობილი არ იყო, ახლა ბევრი დასკვნის გაკეთება შეიძლება. ეს საარქივო ვიდეო ყველაზე ზუსტად ასახავს დღევანდელი მოვლენების პრეისტორიას. აშკარაა, რომ მაშინაც და ახლაც, გახარია და მისი „ბანდა“ ისე მოქმედებდნენ, რომ ყველგან კვალს ტოვებდნენ. ისიც აშკარაა, რომ ჯერ კიდევ ორი წლის წინ ამხილა ნოდარ მელაძემ ისინი სასულიერო პირებზე კომპრომატების შეგროვებაში. ახლა ვინმეს კიდე რჩება კითხვა, ვისი შექმნილი და შემდეგ ვისი გავრცელებულია ეს ტყუილ-მართალი?“ - წერს facebook-ზე.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner