იაპონიაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრზე თავდასმა განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. თავდასხმა ტოკიოს მახლობლად მდებარე ქალაქ საგამიჰარაში მოხდა. დანით შეიარაღებულმა პირმა სულ მცირე 15 ადამიანი მოკლა, 45 კი დაჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას 2030 ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტო "კიოდოს" ცნობით, კანაგავას პრეფექტურის პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა. ის დაახლოებით 20 წლის ახალგაზრდაა. მისი ქმედების მოტივი უცნობია.