„თუ ეს უკანონო ჩანაწერები ავთენტურია, მაშინ პასუხი იმ პრემიერ-მინისტრებს (ქვეყნის პირველ პირებს) მოთხოვეთ ვის დროსაც ხდებოდა ამ მარაზმატიკული ჩანაწერების გაკეთება და არა ღარიბაშვილს, რომელიც ამ დროს სახლში გახლდათ, არ ერეოდა პოლიტიკაში, არავინ ეკითხებოდა ვის მოუსმენდნენ - ვის არა!!!“ - ამის შესახებ „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.
„საინტერესო და აღმაშფოთებელი მარაზმი იცით რა არის ?
კვირიკაშვილის და გახარიას მმართველობის პერიოდში გაკეთებულ უკანონო მოსმენებზე ღარიბაშვილს თხოვენ პასუხს, თან ვინ? კვირიკაშვილ-გახარიას გუნდის წევრები!!!
აბსოლიტური უმრავლესობა ამ უკანონო ჩანაწერებისა გაკეთებულია 2015-2020 წლებში, მაშინ, როდესაც ღარიბაშვილი დისტანცირებული იყო პოლიტიკისგან (მითუმეტეს ხელისუფლებისგან) ხოლო ქვეყანას მისი პირადი პოლიტიკური მტრები კვირიკაშვილ-გახარია მართავდნენ.
ანუ რა აბსურდი გამოდის? ღარიბაშვილმა უნდა აგოს პასუხი მისი პირადი მტრების მიერ განხორციელებულ დანაშაულზე?
ამიტომ მეგობრებო - თუ ეს უკანონო ჩანაწერები ავთენტურია, მაშინ პასუხი იმ პრემიერ-მინისტრებს (ქვეყნის პირველ პირებს) მოთხოვეთ ვის დროსაც ხდებოდა ამ მარაზმატიკული ჩანაწერების გაკეთება და არა ღარიბაშვილს, რომელიც ამ დროს სახლში გახლდათ, არ ერეოდა პოლიტიკაში, არავინ ეკითხებოდა ვის მოუსმენდნენ - ვის არა !!!
ესაა სიმართლე და თვალნათელი ჭეშმარიტება!!!“ - წერს სანდრო ბრეგაძე.