სოფელ მრგვალი ჭალაში დასრულდა გარე გამოყენების ფიტნესის ტრენაჟორების მოწყობის სამუშაოები.
პროექტი 2021 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ცენტრალური და კასპის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით 19 913 ლარის ფარგლებში შპს „დანი ქონსტრაქმშენმა“ განახორციელა.
ფიტნესის ტრენაჟორების მოწყობის მიზანი - ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ხელშეწყობაა.
გარე გამოყენების ფიტნესის ტრენაჟორები მოწყობილია კავთისხევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ქვემო ჩოჩეთშიც.
გარე გამოყენების ფიტნესის ტრენაჟორების მოწყობის სამუშაოები სოფელ სასირეთშიც დაიწყო.