„მას აქვს ერთადერთი მიზანი, გაზარდოს როგორმე ნიკა მელიასთვის თბილისში არჩევნების მეორე ტურის შანსი. თუმცა, ძალიან დიდი მხარდაჭერა და სიყვარული აქვს კალაძეს დედაქალაქში და 2 ოქტომბერს, პირველივე ტურში კახა კალაძე გახდება თბილისის მერი!“ - ამის შესახებ გაზეთ „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში ვლადიმერ ბოჟაძემ გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.
„დღეს გიორგი გახარია არის „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგიული პარტნიორი და სიტუაციური მოკავშირე. თუმცა, ეს სიტუაციური მოკავშირეობა არა მხოლოდ დღეს, მაშინაც გამოჩნდა, როცა ის გადადგა ნიკა მელიას გამო. გამოჩნდა მაშინაც, როცა შარლ მიშელის დოკუმენტში გაჩნდა ჩანაწერი 43%-თან დაკავშირებით და ამ ყველაფრის ლუსტრაცია უკვე იყო გახარიას თბილისის მერობის კანდიდატად დასახელება. ჩვენ გვახსოვს გახარიას განცხადება, რომ თბილისს ეყოლებოდა საინტერესო და ღირსეული მერი და მერე აღმოჩნდა, რომ თავად არის საინტერესოც და ღირსეულიც. რა მიზანი აქვს მას დედაქალაქში, იმ ქალაქში, რომელშიც მას, როგორც მერობის კანდიდატს, ერთი შეხვედრაც არ ჩაუტარებია თბილისელებთან და ამომრჩეველთან, ვერ ვხედავთ. მას აქვს ერთადერთი მიზანი, გაზარდოს როგორმე ნიკა მელიასთვის თბილისში არჩევნების მეორე ტურის შანსი. თუმცა, ძალიან დიდი მხარდაჭერა და სიყვარული აქვს კალაძეს დედაქალაქში და 2 ოქტომბერს, პირველივე ტურში კახა კალაძე გახდება თბილისის მერი!“ - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.