logo_geo
eng_logo
გაერო: კორონავირუსის პანდემიამ კლიმატის ცვლილების ტემპი არ შეანელა
- +

16 სექტემბერი. 2021. 19:48

 

 

გაერომ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კორონავირუსის პანდემიამ კლიმატის ცვლილების ტემპი არ შეანელა.

 

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) ანგარიშში ნათქვამია, რომ გასულ წელს პანდემიასთან დაკავშირებულმა ეკონომიკურმა შენელებამ და ლოკდაუნმა CO2-ის ემისიების მხოლოდ დროებითი შემცირება გამოიწვია.

 

„ზოგიერთი ფიქრობდა, რომ ლოკდაუნი დადებით გავლენას მოახდენდა ატმოსფეროზე, თუმცა ეს ასე არ არის“, - განაცხადა WMO-ს გენერალურმა მდივანმა, პეტერი ტაალასმა.

 

„ეს კრიტიკული წელია კლიმატთან დაკავშირებული მოქმედებისთვის“, - აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა.

 

მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემიის პირველი ტალღის დროს გამონაბოლქვის შემცირება ხანმოკლე შემცირებას წარმოადგენდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner