გაერომ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კორონავირუსის პანდემიამ კლიმატის ცვლილების ტემპი არ შეანელა.
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) ანგარიშში ნათქვამია, რომ გასულ წელს პანდემიასთან დაკავშირებულმა ეკონომიკურმა შენელებამ და ლოკდაუნმა CO2-ის ემისიების მხოლოდ დროებითი შემცირება გამოიწვია.
„ზოგიერთი ფიქრობდა, რომ ლოკდაუნი დადებით გავლენას მოახდენდა ატმოსფეროზე, თუმცა ეს ასე არ არის“, - განაცხადა WMO-ს გენერალურმა მდივანმა, პეტერი ტაალასმა.
„ეს კრიტიკული წელია კლიმატთან დაკავშირებული მოქმედებისთვის“, - აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა.
მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემიის პირველი ტალღის დროს გამონაბოლქვის შემცირება ხანმოკლე შემცირებას წარმოადგენდა.