logo_geo
eng_logo
ჯანმომ „სპუტნიკ V“-ის ავტორიზაციის პროცესი შეაჩერა
- +

16 სექტემბერი. 2021. 21:18

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის ავტორიზაციის პროცესი შეაჩერა. როგორც ორგანიზაციაში განაცხადეს, „სპუტნიკ V“-ის წარმოების პროცესი სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორაგანიზაციის სპეციალისტები ამბობენ, რომ ვაქცინის ავტორიზაციის პროცესი მას შემდგ განახლდება, რაც მათ მიეცემათ საშუალება „სპუტნიკ V”-ის მწარმოებელი ერთ-ერთი ქარხანა მოინახულონ.

 

„ჩვენ მოვინახულეთ რუსული ვაქცინის მწარმოებელი ქარხანა და სტრანდარტები დაცული არ იყო. ახლა მათ უნდა გაითვალისწინონ რეკომენდაცია და შემდეგ ჩვენ ჩავატარებთ ხელახალ ინსპექციას“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლემა.

 

რუსეთის ხელისუფლებმა ადგილობრივის წარმოების „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ავტორიაზაციის მოთხოვნით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას პირველად თებერვალში მიმართა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner