logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნების“ ქარელის ოფისში გუშინ მომხდარი ინციდენტის დეტალებს იხსენებენ
- +

16 სექტემბერი. 2021. 22:02

 

 

„ქართული ოცნების“ ქარელის ოფისში გუშინ მომხდარი ინციდენტის დეტალებს იხსენებენ. „ქრონიკამ“ შემთხვევის ადგილი გადაიღო და თვითმხილველები ჩაწერა.

 

როგორც „ქართული ოცნების“ წევრი, ილია ქელეხსაშვილი ყვება, „მთავარი არხის“ ოპერატორი, ლევან აბლოთიამ, რომელიც პროცესს უკუსვლით იღებდა, წონასწორობა დაკარგა, რის შემდეგაც კიბეზე ჩავარდა.

 

„მოაჯირს დაეჯახა, რომელიც დაბალია. მან წონასწორობა ვერ დაიცვა და დაბლა ჩავარდა. მაშინვე გამოვიქეცი და გადმოვხედე. ის უკვე წამომჯდარი იყო. ჟურნალისტმა მაშინვე ჩამოირბინა და უთხრა: დაწექი, არ ადგეო“, - იხსენებს ქელეხსაშვილი.

 

დღეს მმართველმა პარტიამ ინციდენტის შემდეგ გადაღებული ვიდეომასა გაავრცელა, რომელზეც ჩანს, რომ ლევან აბლოთია უგოდო არ იმყოფებოდა.

 

„მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათი ოპერატორი ლევან აბლოთია „ქართული ოცნების“ ქარელის შტაბის წარმომადგენლებმა მეორე სართულიდან გადააგდეს, რასაც მმართველ პარტიაში გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ ეს ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება. ლევან აბლოთიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner