logo_geo
eng_logo
ლადო ბოჟაძე: თუ ეს ფაქტი პრეზიდენტმა ზეწოლად აღიქვა, მაშინვე უნდა ეთქვა!
- +

26 ივლისი. 2016. 00:25


"სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის ცენტრის" ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს საკუთარი ოჯახის წევრზე შესაძლო ზეწოლის ფაქტი, მყისიერად უნდა დაეფიქსირებინა.


ბოჟაძის განცხადებით, ქვეყანაში კანოზნე მაღლა ვერავინ დადგება და შესაბამისი საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერი მოქალაქის ჩხრეკვა უნდა ჩატარდეს. 


ლადო ბოჟაძის თქმით, თუკი, პრეზიდენტმა მისი ოჯახის წევრის სახლში ჩატარებული ჩხრეკა ზეწოლად აღიქვა, ამის შესახებ მყისიერად უნდა განეცხადებინა და ასევე, ეთქვა, რას შეიძლება უკავშირდებოდეს აღნიშნული ფაქტი. 


რაც შეეხება პრეზიდენტის ოჯახის წევრზე სავარაუდო ზეწოლას, შსს- გააკეთა შესაბამისი განცხადება და მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში კანონი იყოს ყველასთვის კანონი და პრეზიდენტის ოჯახის წევრი იქნება თუ  სხვა რიგითი მოქალაქე, კანონის წინაშე ყველა იყოს ერთნაირი. თუ საჭიროა, ყველას ბინაც გაიჩხრიკება, ავტომანქანაც, მითუმეტეს, როცა წინასწარ შეიძლება არსებობს სასამართლო სანქცია, ან მერე სასამართლომ დაადასტუროს ამის სამართლებრივი საფუძვლები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ ეს პრეზიდენტმა ზეწოლად აღიქვა, მაშინვე უნდა ეთქვა ეს და ასევ ის თუ რას შეიძლება უკავშირდებოდეს მისადმი, მისი ოჯახის წევრისადმი ასეთი ნაბიჯის გადადგმა შსს- მხრიდან. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი უშიშარი კაცია მას არავისი ეშინია. ასევე, დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი, ასეთ ან სხვა შესაძლო ზეწოლებს, გაუძლებს და ღირსეულად გააგრძელებს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას",- განაცხადა ბოჟაძემ. 


ცნობისათვის, დღეს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ერთი თვის წინ, მისი ოჯახის წევრებზე ხდებოდა ზეწოლა. ეს განცხადება მან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომელმაც თავის მხრივ, რამდენიმე დღის წინათ განაცხადა, რომ მოსამართლეებზე ხორციელდება ზეწოლა. 


პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას განცხადებითვე უპასუხა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სადაც აღნიშნულია, რომ სამართალდამცავებმა პრეზიდენტის მეუღლის, მაკა ჩიჩუას სიძე გაჩხრიკეს. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner