logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: „ნაცმოძრაობა“ და მათი სატელიტები ყველაფერზე არიან წამსვლელები
- +

16 სექტემბერი. 2021. 23:32

 

 

„გამიჯვნით ვერაფერს ვერ გაემიჯნები, მაგრამ ვალდებული ხარ, რომ ასეთ სიტუაციაში ქვეყანა გაიყვანო სამშვიდობოს, დარწმუნებული ვარ, ასეც მოხდება. პასუხი გვექნება ყველა შეკითხვაზე, მათ შორის მოსმენებთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

 

ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ ფარული მასალების გავრცელებასთან „ნაციონალური მოძრაობაა“ კავშირში.

 

„ესენი ყველაფერზე წამსვლელები არიან, ნაცმოძრაობა და მათი სატელიტები. ყველაფერზე წამსვლელი ხალხია, მკვლელობაზე წამსვლელი ხალხია...

 

სიტუაციას შევხედოთ რა გვაქვს. არის თუ არა დამახინჯებული და მახინჯი ეს პოლიტიკური ველი, რომელიც დღეს არსებობს, დგას თუ არა ქვეყანა სერიოზული საფრთხეების წინაშე, როგორც ოკუპაციის, ასევე სოციალური, ეკონომიკური, ჯანმრთელობის დაცვის და უამრავი საკითხების წინაშე. ამ თემებს გაწაფული, სადისტური და ამ სადიზმში გამობრძმედილი პოლიტიკური ძალა და მისი სატელიტები უძღვებიან, რასაკვირველია, ქვეყანაში მუდმივად იქნება ტურბულენტური სიტუაცია, მცდელობა დესტაბილიზაციისა. მაგრამ აქამდე მოვედით. არც ინფრასტრუქტურული პროექტები გაჩერებულა, არც სოციალური პაკეტი შეწყვეტილა, არც სკოლების მშენებლობა შეჩერებულა და ის უშველებელი პროექტებიც.

 

ეს არის თემა და ამ თემის გარშემო ხედავთ რამდენი დაძაბულობაა, რამდენი სიბინძურეა. გამიჯვნით ვერაფერს ვერ გაემიჯნები, მაგრამ ვალდებული ხარ, რომ ასეთ სიტუაციაში ქვეყანა გაიყვანო სამშვიდობოს. დარწმუნებული ვარ, ასეც მოხდება. პასუხი გვექნება ყველა შეკითხვაზე, მათ შორის მოსმენებთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner