„როდესაც არჩევნების წინა პერიოდია და ხედავდით, აბსოლუტურად არავითარი ჩარევა არ გვქონდა. ახლა ასე რომ მიტევენ, რა გგონიათ, ჩემგან ნაკლებს მიიღებენ? იქნება არჩევნები და ნახავთ შედეგებს“, - ამის შესახებ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელმა მეუფე იაკობმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ვერ ჩამოვა და თუ ჩამოვა, მას დაიჭერენ.
კითხვაზე, არის თუ არა გიორგი გახარია მიხეილ სააკაშვილის პროექტი, მეუფე იაკობი აცხადებს:
„მიშასი არ არის, მე უფრო მგონია, რომ რუსეთის, რუსეთის რომელიღაც დაბალი ჩინოვნიკის დონეზეა“.