logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი „მთავარი არხის” ოპერატორის დაშავების ფაქტზე: იმდენად ყალბია ეს ყველაფერი, რომ ძალიან ადვილად იშიფრება
- +

17 სექტემბერი. 2021. 01:07

 

 

„იმდენად ყალბია ეს ყველაფერი, რომ ძალიან ადვილად იშიფრება“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „მთავარი არხის“ ოპერატორის დაშავების ფაქტთან დაკავშირებით „იმედი LIVE“-ში ისაუბრა.

 

 

„ლექსოს სურათებს დასანიავებლად იყენებდნენ. ისინი თესავენ სიძულვილს, ხანდახან რაღაც მომენტებში გამოხტება ხოლმე ამ, სიძულვილის მომკის პროცესი, რომელიც ცალკე გამოიყოფა. ჟურნალისტი რამდენჯერაც გინდა, იმდენჯერ შემხვედრია, თვითონ ხელი შემიშველებია, „მთავარი არხის“ ოპერატორი, რომელიც ჟურნალისტთან ერთად მომსდევდა, ოპერატორი, რომელსაც ხედვის არეალი ნაკლები აქვს, მოჰყვება ამ ჟურნალისტს. რამდენჯერ კიბის გვერდზე ჩაუვლია ამ ყველაფერს. როდესაც ასეთი სიტუაცია იქმნება, იქ შეიძლება ფეხიც გადასცდეს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner