logo_geo
eng_logo
იტალიაში კოვიდპასპორტი ყველა დასაქმებულისთვის სავალდებულო გახდა
- +

17 სექტემბერი. 2021. 01:21

 

 

იტალიის მთავრობამ კოვიდპასპორტები ყველა დასაქმებულისთვის სავალდებულო გახადა.

 

შესაბამის გადაწყვეტილებას იტალიის მინისტრთა კაბინეტმა დღეს დაუჭირა მხარი. ამრიგად, იტალია იქნება პირველი ქვეყანა, სადაც კოვიდპასპორტის წარდგენა ყველა დასაქმებულს მოუწევს, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში.

 

ახალი წესები 15 ოქტომბრიდან ამოქმედდება. შესაბამისი რეგულაციის მიხედვით, დასაქმებულს სამსახურში გამოცხადებისას მოსთხოვენ ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტს, „კოვიდ-19“-სგან გამოჯანმრთელების ცნობას ან კოვიდტესტის უარყოფით პასუხს.

 

სამსახურში კოვიდპასპორტის გარეშე მისვლის შემთხვევაში, დასაქმებული 600-დან 1 500 ევრომდე ოდენობით ჯარიმას გადაიხდის.

 

როგორც იტალიური მედია წერს, ამჟამად იტალიაში 13,9 მილიონ დასაქმებულს უკვე აქვს კოვიდპასპორტი, ხოლო 4,1 მილიონს ის ჯერ არ აუღია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner