„მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს საბრძოლო თვითმფრინავების და შვეულმფრენების პარკის აღდგენისთვის“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.
„როცა "თბილავიამშენის" და "დელტას" ტერიტორიაზე საცდელ ფრენებს ესწრებით და არცერთ კითხვას არ უსვამთ პრემიერს ამ თემაზე, ესაა თქვენი ღირებულებები, პატრიოტიზმი და დღის წესრიგი.
შეგიძლიათ პრემიერის ოპონენტებს ჰკითხოთ რა მდგომარეობაში დატოვეს საავიაციო პარკი.
მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს საბრძოლო თვითმფრინავების და შვეულმფრენების პარკის აღდგენისთვის. ბევრი გაკეთდა და კეთდება თავდაცვის ძალების ბრძოლისუნარიანობის ამაღლებისთვის, სამხედროების საყოფაცხოვრებო, საცხოვრებელი პირობების, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. ეს შედეგი პირადად მის დამოკიდებულებას უკავშირდება“, - წერს ანალიტიკოსი.