„პირდაპირ შემიძლია, დავაფიქსირო და არც არის დასამალი ჩემი ნეგატიური დამოკიდებულება გიორგი გახარიასადმი. ვთვლი, რომ მან პირადად მე და ჩემს თანამებრძოლებს გვიღალატა, როდესაც სრულიად სამარცხვინოდ გაიქცა ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში, როდესაც ნიკა მელიას დაკავების ოპერაცია იგეგმებოდა!“, - განაცხადა POSTV-ის გენერალურმა პროდიუსერმა და „დიდი გადაცემის“ ავტორმა შალვა რამიშვილმა გაზეთ „ქართულ აზრთან“.
„გახარიას რეიტინგი არის თავიდან ბოლომდე „ქართული ოცნების“ რეიტინგი, თუმცა არა - მას დარჩა რაღაც სექტისმაგვარი მცირე ჯგუფი, რომელიც მასზე აფანატებს. ეს არის ძალიან მცირეხნიანი, მომცრო „აფეთქება“ ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე და დაახლოებით, ერთ წელიწადში გუნდისგან არაფერი დარჩება“, - განაცხადა რამიშვილმა.
წყარო: გაზეთი „ქართული აზრი“