logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: ძალადობის ჩვენება ძალადობის წახალისებაა
- +

17 სექტემბერი. 2021. 01:57

 

 

„მხოლოდ ნაცმოძრაობის ტელევიზიებს შეუძლიათ მკვლელობის ვიდეოს ჩვენება და სოცქსელში ტირაჟირება.

პოლიტიკურმა მედიამ 22 წლის ახალგაზრდის ჩაცხრილვის ვიდეო დაფარვის გარეშე აჩვენეს“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

თქვენ ხართ ცხედრებზე მოცეკვავეები!

ე.წ. ომბუდსმენის რეაქციას არ ველოდები, ან, უბრალოდ, მოვალეობას მოიხდის.

მარეგულირებელმა კომისიამ უნდა მიიღოს უმკაცრესი ზომები.

ფეისბუკში უნდა მოითხოვოთ ამ ვიდეოს გამავრცელებელი გვერდების დასჯა ძალადობის გავრცელებისთვის.

პოლიტიკური მიზნებისთვის ყველაფერზე მიდიხართ. მოვა დრო, შეგრცხვებათ რასაც აკეთებთ.

ამ მედიებს სრული ბოიკოტი უნდა გამოუცხადოთ. სულ რომ შარვლებიდან ამოხტნენ, მათ ღილაკს არ უნდა დააჭიროთ.

ჰო, ე.წ. ჟურნალისტური ქარტია დამავიწყდა, რომელიც ასევე პარტიული დანამატია.

ძალადობის ჩვენება ძალადობის წახალისებაა“, - წერს სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner