logo_geo
eng_logo
დავით ოქიტაშვილი: თქვენო უწმინდესობავ, თქვენი სამწყსო თქვენთან არის და ვერაფერს გიზამენ ეს ჯალათები
- +

17 სექტემბერი. 2021. 02:16

 

 

„მინდა საქართველოს მოსახლეობას მივმართო, რომ ჩვენი ქვეყნის გამყიდველები, ჯალათები, ეკლესიის დამანგრევლები ვერაფერს იზამენ. მინდა, 2 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა გავაკეთოთ ის არჩევანი, რომ ეს ადამიანები, ვინც ეს ყველაფერი დანერგა, მოშორდნენ პოლიტიკიდან“, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა, დავით ოქიტაშვილმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

„მინდა მას ვუთხრა: თქვენო უწმინდესობავ, თქვენი სამწყსო თქვენთან არის და ვერაფერს გიზამენ ეს ჯალათები. რაც შეეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ახლა რომ არის შეტევა მასზე, 2015 წლიდან 2020 წლამდე ვინ იყვნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრები? ვის დროს ხდებოდა ეს ჩანაწერები? რაც დადგეს თავისივე ობობის ქსელში გაეხვნენ. მახსოვს, როდესაც ღარიბაშვილი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი 2012 წელს, მაშინ „ქართული ოცნება“ ახალი მოსული იყო ხელისუფლებაში, საზოგადოება ეხვეწებოდა მას არ გაენადგურებინათ ის ფაილები, როდესაც ნახვისას თქვენი კოლეგები ცუდად გახდნენ და გამოჰყავდათ იმ ოთახიდან სადაც ეს ფაილები ნადგურდებოდა. ამიტომაც, მინდა, საქართველოს მოსახლეობას მივმართო, რომ ჩვენი ქვეყნის გამყიდველები, ჯალათები, ეკლესიის დამანგრევლები ვერაფერს იზამენ და მინდა, 2 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა გავაკეთოთ ის არჩევანი, რომ ეს ადამიანები, ვინც ეს ყველაფერი დანერგა, მოშორდნენ პოლიტიკიდან“, - განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner