ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:
„რაღა დაგიმალოთ და სათაურების მოფიქრებაში მაგრები არიან.
ირქმევენ "მწერლებს", "ჟურნალისტებს", "გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებს", "პოლიტიკურ ძალებს" და ა.შ.
ირქმევენ და ლაღლაღებენ.
ახლა ცესკოს შემმოწმებელი და ხმების ხელახლა გადამთვლელი ორგანო დაირქვეს.
რა ქნან?
ერთობა ხალხი და ამ გართობაში ფულსაც შოულობენ.
არადა მაქარაშვილის დათვლილი ხმები არ გაიშვა. ეგ თუ ოცამდე შეუცდომლად დათვლის, სახინკლეს ვიკისრებ“.