„არ მგონია, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდეს, მაგრამ თუ ჩამოვა, დაიჭერენ და მიაბრძანებენ, სადაც საჭიროა! იქ კი ერთ საათში გატყდება, რადგან ის შიშისგან არის შექმნილი, სიმხდალის განსახიერებაა და ნახავთ, როგორც იქნება“, - ამის შესახებ POSTV-ის გენერალურმა პროდიუსერმა და „დიდი გადაცემის“ ავტორმა შალვა რამიშვილმა „ქართულ აზრთან“ განაცხადა.
ჟურნალისტი დაინტერესდა, რას ფიქრობს ის გავრცელებულ მოსაზრებაზე, რომ სალომე ზურაბიშვილმა შესაძლოა ქვეყნის მესამე პრეზიდენტი შეიწყალოს.
„სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს არასდროს შეიწყალებს!
მე პირადად დარწმუნებით გამოვრიცხავ, რომ ზურაბიშვილმა ის შეიწყალოს! მხოლოდ ამის თქმა შემიძლია!“, - განაცხადა რამიშვილმა.
წყარო: გაზეთი „ქართული აზრი“