„საზოგადოება ხედავს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე პირდაპირი დარტყმები მიდის, რასაც ზუსტად იგივე მიზანი აქვს, რაც აქვს ეკლესიაზე დარტყმას, სახელმწიფოზე, პოლიციაზე, ჯარზე და ა.შ“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
„ამ ყველაფრის ავტორი არის „ნაცმოძრაობა“, სატელიტებით - გახარიებით, „ლელოებით“ და ა.შ. მათი მიზანი არის ერთადერთი – შეარყიონ სახელმწიფო, ეკლესიაა ა.შ. სუს-იც ზუსტად მაგიტომ არის მათი დარტყმის ობიექტი. თუმცა, სახელმწიფო, ეკლესია დგას თავის ადგილზე და ვერავინ ვერაფერს შეარყევს. ამას უახლოეს მომავალში ყველა დაინახავს. ამას ყველა დაინახავს მათ შორის, 2 ოქტომბერს, როდესაც ქართული საზოგადოება თავის არჩევანს გააკეთებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.