logo_geo
eng_logo
თემურ ბასილია: არ მესმის, რაში სჭირდება „მაესტროს“ ასეთი არასწორი ინფორმაციის გავრცელება...
- +

26 ივლისი. 2016. 04:00


ედუარდ შევარდნაძის ყოფილი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში თემურ ბასილია ტელეკომპანია „მაესტროს" მიერ მომზადებულ სიუჟეტს სოციალურ ქსელში პასუხობს და აღნიშნავს, რომ კახი კალაძის კომენტარი მისი  ძებნილთა სიიდან ამოღების შესახებ სინმართლეს არ შეესაბამება.



„ეს მაესტროს დღევანდელი სიუჟეტია... სიუჟეტში წარმოჩენილია, რომ თითქოს კალაძე არის ჩემი საქართველოში ჩემი დაბრუნების წინააღმდეგი და რაღაც კითხვები ჰქონია... როგორც გავარკვიე, სინამდვილეში ჟურნალისტი უსახელებს რამდენიმე გვარს, მათ შორის ჩემსას, თუმცა, კალაძე პასუხობს მხოლოდ ადეიშვილზე, კეზერაშვილზე, ახალაიაზე... მაესტრომ კი, ამათზე კალაძის პასუხი სრულიად შეუსაბამოდ მიაბა ჩემთან დაკავშირებულ სიუჟეტს...

 

არ მესმის, რაში სჭირდება მაესტროს ასეთი არასწორი ინფორმაციის გავრცელება...

დაზუსტებული ინფორმაციის საფუძველზე შევიტანე ცვლილება ჩემს თავდაპირველ ტექსტში."- წერს ბასილია.       


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner