logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: „მთავარის“ ოპერატორის დაშავების ფაქტის შეფასებას სჭირდება ფაქტის ამსახველი კადრები, რომელიც „მთავარმა არხმა“ გააქრო
- +

17 სექტემბერი. 2021. 15:10

 

 

„გიორგი, მესმის, დაგავალეს და სამართლის გვერდის ავლით პირდაპირ აცხადებ - „შემაშფოთებელია ნებისმიერი სახის ძალადობა და მათ შორის, ფიზიკური, მეორე სართულიდან გადაგდება ჟურნალისტის, ოპერატორის, რომელსაც ხელში კამერა უჭირავს და აშუქებს მოვლენებს“, მაგრამ სახალხო დამცველის მოადგილე ხარ და უხერხულია ასეთი უმეცრება“, - წერს სოციალურ ქსელში საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი, სახალხო დამცველის მოადგილის გიორგი ბურჯანაძის განცხადების საპასუხოდ და მას მოუწოდებს, რომ მსგავსი ფაქტის შეფასებას თავისი წინაპირობები აქვს.

 

„ჯერ სახალხო დამცველი რა გვყავს და ახლა ეს, ვინმე სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე უარესი აღმოჩნდა. მან არ იცის, რომ ნებისმიერი ინციდენტის სამართლებრივ შეფასებას თავისი წინაპირობები აქვს. ტელეკომპანია „მთავარის“ ოპერატორის დაშავების ფაქტის შეფასებას სჭირდება დაშავების ფაქტის ამსახველი კადრები, რომელიც „მთავარმა არხმა“ სასწრაფოდ გააქრო; ასევე, საჭიროა მოწმეთა ჩვენებები, რათა გამოირიცხოს ფიზიკური დაპირისპირება მაგ: ოპერატორისთვის ვინმეს მიერ შეგნებულად ხელის კვრა შემდეგ უნდა განასხვავო განზრახვა და გაუფრთხილებლობა და კიდევ სხვა უამრავი ნიუანსია საჭირო იმისათვის, რომ მომხდარს სამართლებრივი სახელი დაერქვას.

 

გიორგი, მესმის, დაგავალეს და სამართლის გვერდის ავლით პირდაპირ აცხადებ: „შემაშფოთებელია ნებისმიერი სახის ძალადობა და მათ შორის, ფიზიკური, მეორე სართულიდან გადაგდება ჟურნალისტის, ოპერატორის, რომელსაც ხელში კამერა უჭირავს და აშუქებს მოვლენებს“, მაგრამ სახალხო დამცველის მოადგილე ხარ და უხერხულია ასეთი უმეცრება. უცოდინარობის შესაფასებლად ჩემ დროს სკოლაში როგორც მასწავლებელი იტყოდა, დაჯექი ორიანი! საჯარო ორიანი შენ!“ - წერს თამთა მეგრელიშვილი facebook-ზე.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner