მამა ანთიმოზი საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებას ასე სახალისოდ ეხმაურება:
„პრეზიდენდტი რეპავს!
გუშინ „ჩემი ცოლის დაქალებს" ვუყურე, სადაც ახლობელი რეპერი ზაზა ნოზაძე თამაშობდა. საღამოობით პრეზიდენტი კინოში რეპავდა.
პრეზიდენტი მარგველაშვილი უკვე მართლა რეპავს და სულ გამონაციონალდა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვლი ნაციონალია და ერთ-ერთმა ნაცების ლიდერმა აღნიშნა უკანასკნელი ბასტიონი დაგვჩაო! არ მოგწყინდათ უთავმოყვარეო განცხადებების კეთება, დაუსაბუთებლობის გარეშე? ჰოდა აყვნენ ნაცხელდასხმულები ბექაურები, ლომჯარიები და ა,შ.
ესენი მართლა რეპავენ...
არქიმანდრიტი ანთიმოზი (ივერიელი)"
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მისი ოჯახის წევრებზე ზეწოლის მცდელობა იყო.
პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სწორედ ამიტომ არ გაკვირვებია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება მოსამართლეებზე ზეწოლის მცდელობასთან დაკავშირებით.
„ეს ტენდენცია ახალი არ არის, ერთი თვის წინ ჩემი ოჯახის წევრებზეც იყო მცდელობა სამართალდამცველების ჩართვით ზეწოლის განხორციელებისა. ეს იყო იმიტაცია რეალურად და გამომდინარე იქიდან, რაც პაპუაშვილმა მითხრა, ეს ჩემთვის გასაოცარი არ არის", - განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა მედიასთან განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.