logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე: ჩემს შესახებ დღემდე გამოქვეყნებულ ე.წ. „მასალებში“ არის ყველაფერი ტყუილი და მოგონილი
- +

17 სექტემბერი. 2021. 15:42

 

 

„ბოლო დღეებში პარტიული ტელევიზიების მხრიდან ფარული ჩანაწერების კრებსების გამოქვეყნების გზით ხდება საზოგადოებაში დაბნეულობისა და არეულობის შეტანის მცდელობა“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნანა კაკაბაძე წერს და გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება.

 

„მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, ავთენტურია თუ გამოგონილი ამა თუ იმ გამოქვეყნებულ მასალაში დაფიქსირებული დიალოგები. იმ პირთა შორის, ვისი სახელი და გვარიც ტრიალებს ამ ტელევიზიების მასალებში, ჩემი პიროვნებაც აღმოჩნდა.

 

მინდა განვაცხადო, რომ ჩემს შესახებ დღემდე გამოქვეყნებულ ე. წ. „მასალებში“ არის ყველაფერი ტყუილი და მოგონილი, მათ შორის დღეს ტელეკომპანია „მთავარზე“ გამოქვეყნებული ვითომდა საუბარი ჩემს და თეა წულუკიანს შორის. მართალია, თავისთავად მოსმენილი ე. წ. „საუბრის“ ტექსტი არაფრისმთქმელია, თუმცა, რაში დასჭირდათ ამ ტექსტის შემქმნელებს მისი შექმნა და ტირაჟირება, ალბათ მომავალში გამოჩნდება.

 

მივმართავ პროკურატურას, რომ გამოძიების ფარგლებში სასწრაფოდ დაადგინოს გამოქვეყნებული ვითომდა ჩემი საუბრების ავთენტურობის საკითხი, რათა სამართლებრივ დონეზე დადასტურდეს ჩემს მიმართ გავრცელებული მტკნარი სიცრუეების გავრცელების მიზეზები და მიზნები“, – წერს ნანა კაკაბაძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner