logo_geo
eng_logo
მეგის ქარდავა აეროპორტიდან პენიტენციურ დაწესებულებაში გადაჰყავთ
- +

17 სექტემბერი. 2021. 17:23

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსი მეგის ქარდავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პენიტენციურ დაწესებულებაში გადაჰყავთ.

 

მეგის ქარდავას ბრალის დადგენილება აეროპორტში სამართალდამცველებმა გააცნეს.

 

მეგის ქარდავა კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ ჩამოიყვანეს.

 

საქართველოში 11 სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული და მსჯავრდებული მეგის ქარდავა უკრაინაში 2017 წლის პირველ ნოემბერს დააკავეს. ქარდავას ექსტრადირებას ქართული მხარე მისი დაკავების დღიდან ითხოვდა. 2018 წლიდან მეგის ქარდავას საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით ჰქონდა შეცვლილი, რამდენიმე დღის წინ კი ის კვლავ საპატიმროში გადაიყვანეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner